Wednesday, June 12, 2019

კვლევა



           სსიპ   თერჯოლის მუნიციპალიტეტი
            სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლის
                  ისტორიის  მასწავლებელ
                    ნინო ამბროლაძის


პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში



           საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა
მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები
              და მისი გადაჭრის გზები“




                                                                                                                                 2018 წელი


სარჩევი
შესავალი
.................................................................................................................4
თავი I
1.1   ლიტერატურის მიმოხილვა
.................................................................................................... 5
თავი II
პრობლემა და საკვლევი  საკითხი
2.1   პრობლემის შერჩევა
..............................................................................................6
    2.2  ნაშრომის სტრუქტურა
      .....................................................................................................8
   2.3 კვლევის სამიზნე ჯგუფი
................................................................................8
თავი III
მეთოდოლოგია
3.1კვლევის დიზაინი
...........................................................................................8
3.2 კვლევის გეგმა
......................................................................................................9
3.3 კვლევის ვადები
................................................................................................10
თავი IV     კვლევის შედეგები
მონაცემთა ანალიზი
.....................................................................................................12
4.1 ცხრილები
..........................................................................................13
თავი V. კვლევის მიგნებები
5.1  შესაძლო ინტერვეციები
.........................................................................22
5.2 განხორციელებული ცვლილებები
...........................................................23
თავი VI
რეკომედაციისა და ინტერვეციების შეფასება
6.1რეკომედაციები
.....................................................................24
6.2 ინტერვეციების შეფასება
.....................................................................25
დასკვა
...........................................................................................................26
ბიბლიოგრაფია
....................................................................................................26
დანართები
.................................................................. 26







               შესავალი

       სწავლების პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას  მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე მუშაობა. თანამედროვე პირობებში სწავლისადმი მოტივაციის გაჩენა კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში. ნაშრომში განხილულია მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.
კვლევითი ნაშრომი „საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა  მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები “ წარმოადგენს სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა საბაზო საფეხურზე, ( მე-7 , მე-8, მე-9კლასები).
ნაშრომი შედგება 6 თავისაგან, რომლებშიც წარმოდგენილია საკვლევი საკითხის ზოგადი მიმოხილვა, ზოგადი ინფორმაცია სკოლის შესახებ, დაბალი მოტივაციასთან  დაკავშირებული სირთულეები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები; კვლევის მიზანი და ამოცანები.
ნაშრომში წარმოდგენილია პრაქტიკული კვლევის არსი; მიმოხილულია სპეციალური ლიტერატურა - სხვადასხვა ავტორების ნაშრომები და თეორიები. გაანალიზებულია მეთოდები, რომლებიც გამოყენებულიაკვლევის პროცესში; წარმოდგენილია კვლევის მეთოდებით მიღებული ინფორმაციის ანალიზი; განხილულია ინტერვენცია, მისი დაგეგმვა, განხორციელება, შედეგები და რეკომენდაციები.







 თავი  I
1.1ლიტერატურის მიმოხილვა
  მოტივაცია, როგორც ვიცით, არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებებისკენ უბიძგებს და გარკვეული მიზნის მიღწევისკენ მიმართავს. მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებსა და უნარების რეალიზებას. მოსწავლეების მოტივაციას განსაზღვრას მისი გარემო, მშობლები, თანატოლები. თუმცა , მოსწავლეების მოტივირების თვალსაზრისით, მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია.
  მოტივაციის ამაღლებაზე სისტემური მუშაობა დიდწილად განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ აკადემიური მოსწრებას და სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ და სახალისოდ წარმართვას.
 არსებობს მოსაზრება, რომ მოტივაცია სასწავლო პროცესის კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს. ზოგიერთი ბავშვი სწავლისადმი შინაგანად მომართულია და დიდ ენთუზიაზმს ამჟღავნებ; სხვებს კი სწავლისადმი მოტივაციის გასაღრმავებლად დამატებითი სტიმულაცია, წახალისება სჭირდება და ამას მასწავლებლისგან მოელიან. ამ რთულ ამოცანას მასწავლებელმა წარმატებით რომ გაართვას თავი, კარგად უნდა ერკვეოდეს  იმ ფაქტორებში, რომელიც სწავლისადმი მოსწავლის მოტივაციის გაძლიერება/შესუსტებაზე მოქმედებს. ეს ფაქტორები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოსწავლის შინაგან მდგომარეობასთან, ან გარემოს გავლენას უკავშირდებოდეს.
  მოტივაცია განსაზღვრული, როგორც შინაგანი მდგომარება, რომელიც აღძრავს, წარმართავს ქცევას. პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ტერმინს იყენებენ მოსწავლის სწავლის პროცესში ჩართულობის, მისი სწავლის მიმართ ინტერესისა და დადებითი განწყობის აღნიშვნისათვის.
  იმის მიხედვით, თუ რა აღძრავს ადამიანის ინტერეს, განასხვავებს მოტივაციის ორ ფორმას შინაგან და გარეგან მოტივაციას.
შინაგანი მოტივაცია არის, როცა მიზნები საკუთარი ინტერესებისა და უნარების კვალდაკვალ არის მიღწეული. როდესაც ჩვენ შინაგანად ვართ მოტივირებული, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია წახალისება და ჯილდო. ხოლო ამის საპირისპიროდ, როცა რაღაცას კარგი შეფასებისთვის, დასჯის თავის აცილების მიზნით, თავის კარგად წარმოჩენის მიზნით, ან მასწავლებლის სიამოვნებისათვის ვაკეთებთ, ეს არის გარეგანი მოტივაცია. ამ დროს ჩვენ ქცევას იმიტომ არ ვახორციელებთ, რომ თავად ის გვაინტერესებს, არამედ ის გვაინტერესებს თუ რას მოგვიტანს ჩვენ ეს ქცევა.
გარეგანი მოტივაცია ქცევაზე გავლენის მოსახდენად სხვადასხვა სახის ინსენტივს, ჯილდოს იყენებს.
  თეორიტიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ შინაგანი და გარეგანი მოტივები ურთიერთდაკავშირებულია და ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ამ მოსაზრებას მივყავართ იმ ფაქტის აღიარებამდე, რომ გარკვეული პირობების არსებობისას გარეგანი, გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები შეიძლება გამოყენებული იყოს  შინაგან ფაქტორებზე გავლენის მოსახდენად. სწორედ ამიტომ პედაგოგმა მოტივაციის ორივე ფორმას უნდა მიმართოს. აქ მოსწავლის ხასიათი, ბუნება და ასაკი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ზოგს გარეგანი მოტივაციის ფორმები უფრო მეტი ენთუზიაზმით აღავსებს, ვიდრე შინაგანი. ამიტომაც, როგორც წესი, სწორედ მათი შეზავებით მიიღწევა სასურველი შედეგი.

თავი II.პრობლემა და საკვლევი საკითხი
2.1    პრობლემის შერჩევა
პრაქტიკული კვლევა ჩატარდა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში, სკოლა გამოირჩევა მოსწავლეთა მცირე კონტიგენტით, სულ სკოლაში სწავლობს 44  ბავშვი. მუშაობს 18 მასწავლებელი, აქედან უფროსი სტატუსის მქონეა 8 პედაგოგი.სკოლა გამოირჩევა კეთილმოწყობითა და ინფრასტუქტურით, სკოლაში არსებობს კომპიუტერული ლაბორატორია,  არის ინტერნეტი, ტექნიკური მოწყობილობები: პროექტორი, პრინტერი, ქსეროქსის აპარატები, ციფრული კამერები, რაც ეხმარება მასწავლებლებს სწავლის პროცესის საინტერესოდ დაგეგმვაში. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა.მოსწავლეებს აქვთ ყველანაირი პირობა, რათა მათი სწავლა-სწავლების პროცესი წარმატებით წარიმართოს.
პრაქტიკული კვლევა ჩავატარე საბაზო საფეხურის მოსწავლეებში, აქედან მეშვიდე კლასში არის 6 მოსწავლე , მერვეში  --1 და მეცხრეში --5. თავდაპირველად გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა ჩემ სადამრიგებლო კლასში, ვინაიდან ის პრობლემები რაც შემხვდა მეშვიდე კლასში იდენტური იყო მერვე და მეცხრე კლასში, გადავწყვიტე ისინიც ჩამერთო ჩემ კვლევაში.
ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევა გამომდინარეობდა სკოლის საჭიროებიდან. მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან გასაუბრების შემდეგ, დადგინდა , რომ სკოლაში არსებობდა პრობლემა, რაც მდგომარეობდა შემდეგში: ბავშვები სწავლობდნენ, მაგრამ არ იჩენდნენ ინტერესს, მათი მშობლებიც ამბობდნენ, რომ ბავშვები მხოლოდ მოვალეობის მიზნით სწავლობენ, არ იჩენდნენ ყურადღებას, მეტ დროს ტელევიზორსა და თამაშს უთმობენ, მიუხედავად მაღალი შეფასებისა პედაგოგები ხაზს უსვამენ მათ  დაბალ მოტივაციაზე და გულგრილ დამოკიდებულებას სწავლისადმი.
   სავარაუდოთ მოტივაციასთან დაკავშირებით პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგ.:
·         მოსწავლის მოთხოვნილებები;
·        პიროვნული  ურთიერთობები;
·         ბუნებრივი მოტივები;
·         გარემო პირობებთან დაკავშირებული ფაქტორები;
·         საკლასო ოთახის ატმოსფერო;
·         მასწავლებელი მოლოდინი;
·         ასაკობრივი თავისებურებები;
სკოლაში დაწყებით საფეხურზე ( I-VIკლასებში) ბავშვები, რომლებსაც შინაგანად მზად არიან კეთილსინდისიერად მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რაც ხელს უწყობს მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის სასურველი ატმოსფეროს შექმნას, მოტივაციაც მაღალი აქვთ, საგნისა და მასწავლებლის სიყვარულიც  ეხმარებათ  სასურველი შედეგის მიღწევაში სასწავლო პროცესში. როგორც ვიცით, სწავლის პროცესში მოსწავლესა და მასწავლებლის გარდა მშობელიც მონაწილეობს და ყველაზე მეტად არის დაინტერესებული შვილის მაღალ მოტივიაციაში. სწორედ მასწავლებელთან ერთად მშობელს აინტერესებს, თუ რატომ აქვთ ყურადღება მოდუნებული მათ შვილებს, რატომ არ იჩენენ მეტ ინტერეს სასწავლო საგნებისადმი, რატომ კმაყოფილდებიან მინიმუმით, რატომ არ ავლენენ  მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
  რა შეიძლება იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები? პრობლემის ზუსტად განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია ჩამოვაყალიბოთ კვლევის მთავარი კითხვა:
  რა არის საბაზო საფეხურზე, კერძოდ მეშვიდე კლასში, მოტივაციასთან დაკავშირებით გამოწვეული მიზეზები?
    საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ინტერვიუ ჩავწერე საბაზო საფეხურის რამდენიმე მასწავლებელთან.
მასწავლებლებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
2.2.  ნაშრომის სტრუქტურა

ნაშრომში განხილულია
v  საკვლევი პრობლემა და საკვლევი საკითხი
v  მუშაობის  აღწერა და მონაცემთა შეგროვების მეთოდები.
v  წარმოდგენილია მონაცემთა ანალიზი.
v  კლასში დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებები



2.3   კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1.    საბაზო( მეშვიდე, მერვე, მეცხრე)კლასების მოსწავლეები.
2.      საბაზო (მეშვიდე, მერვე, მეცხრე)კლასების მოსწავლეთა მშობლები.
3.     საბაზო (მეშვიდე, მერვე, მეცხრე)კლასებში შემსვლელი პედაგოგები.




თავიIII.მეთოდოლოგია
3.1    კვლევის დიზაინი


          კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენაში დაგვეხმარება შემდეგი ქვეკითხვების გაცემა:
·         არის თუ არა განსხვავება მოსწავლეთა მოტივაცია დაწყებით და საბაზო საფეხურზე
·         რამდენად ხშირად ინტერესდებიან მშობლები მათი შვილების სწავლისადმი დამოკიდებულებით
·         საუბრობენ თუ არა მოსწავლეები მათ დამოკიდებულებებზე სწავლისადმი მასწავლებლებთან
·         რამდენად ინტერესდებიან მასწავლებლები მოსწავლეების საჭიროებებს, მოთხოვნილებებს
·         უზიარებენ თუ არა ერთმანეთს პედაგოგები საკუთარ გამოცდილებას პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით
·         რამ განაპირობა მოსწავლეებში სწავლისადმი ინერტული დამოკიდებულება
·         მასწავლებლები მოტივაციის ასამაღლებლად რამდენად ეფექტურ სტრატეგიებს იყენებენ სასწავლო პროცესში


ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა.


3.2     კვლევის გეგმა

კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე:



v  ფოკუსჯგუფი –  ეს მეთოდი გამოვიყენე კონკრეტულად მეშვიდე კლასის მოსწავლეების მშობლებთან, რომლის მიზანი , სწორედ ის იყო, რის გამოც მე დავიწყე კვლევა არსებულ საკითხთან დაკავშირებით, მშობლების დამოკიდებულების შესწავლა დამეხმარა სწორად წარმემართა კვლევა.

v  კითხვარები – აღნიშნულ მეთოდს მივმართე მოსწავლის მშობლებისთვის; შევიმუშავე მათთვის კითხვარი. გამოკითხვაში  მონაწილეობა მიიღეს მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის თითო მშობელმა. მოსწავლეებს კითხვარები გავატანე სახლში. კითხვარის დარიგების ეს ფორმა ყველაზე ხელსაყრელად ჩავთვალე, მივეცი მათ 3 დღე კითხვარის შესავსებად და დასაბრუნებლად. დროის ეს მონაკვეთი საკმარისი აღმოჩნდა სრულად და ყურადღებით შეევსოთ კითხვარი, რომელმაც ზოგადი წარმოდგენა შემიქმნა მშობლის დამოკიდებულებაზე და მოსაზრებებზე არსებულ საკითხთან მიმართებაში.


v  ინტერვიუ – ამ მეთოდმა საშუალება მომცა განმესაზღვრა მოსწავლის დამოკიდებულება სწავლისადმი და მათი მოტივაცია. ინტერვიუ ჩატარდა მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეებთან, თითო კლასიდან ორ ბავშვი შეირჩა. ვინაიდან მერვე კლასში ერთი მოსწავლე გვყავს მან მიიღო მონაწილეობა.

კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე-საბაზო კლასის პედაგოგებთან ჩატარდა პირისპირ ინტერვიუები. შევავსებინე წინასწარ მომზადებული კითხვარი; ასე შევძელი შემეგროვებინა ინფორმაცია მოსწავლეების მოტივაციასთან დაკავშირებით; გამოიკითხა ქართული,ინგლისურის, რუსულისა და გეოგრაფიის მასწავლებლები;

v  ფოკუსირებული დაკვირვება – ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.

v  მეორადი მონაცემების ანალიზი – ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.




3.3   კვლევის ვადები




აქტივობა
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა

ü   



კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება



ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან
ü   

ü   
მეორადი მონაცემების შეგროვება



ü   

ü   
მეორადი მონაცემების ანალიზი


 ü   
კითხვარების შედგენა, დამუშავება
ü   

ü   
გამოკითხვა/ანკეტირება
ü   

ü   
მიღებული შედეგების ანალიზი



ü   
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა

ü   
ü   
ინტერვენციის განხორციელება


ü   
ü   
ინტერვენციის შედეგების ანალიზი


ü  ü   























თავი IV.
მონაცემთა ანალიზი
ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მშობლების უმრავლესობა უკმაყოფილო იყვნენ მათი შვილების სწავლისადმი დამოკიდებულებით, რომ ისინი კმაყოფილდებიან მათი შესაძლებლობების მინიმუმით, არ იჩენენ ინტერსს და სწავლობენ მხოლოდ ქულების ან პატივისცემის გამო. მათთვის ბუნდოვანი რჩებოდა რაში მგომარეობდა საკუთარი შვილის წარმატება-წარუმატებლობა. ფოკუსჯგუფის შეხვედრებისას გამოიკვეთა ტენდეცია, რომ მშობლებს არ ქონდა საჭირო ინფორმაცია მოტივაციასთან დაკავშირებით.
 კითხვარების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა , ის რომ, მშობლებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაციები სწავლის პროცესში  მოტივაციასთან  დაკავშირებით, რაც განაპირობებს სწავლა-სწავლების ხარისხს. აღსანიშნავია, ისიც რომ, ისინი უფრო ლმობიერები იყვნენ საკუთარი შვილებისადმი დაწყებით კლასებში, ხშირად ჰქონდათ კონტაქტი სკოლასთან და მასწავლებელთან, მაქსიმალურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ხოლო საბაზო საფეხურზე, მათი ყურადღება მოდუნდა, მინდობილი არიან მათ შვილებზე და ნაკლებ დროს უთმობენ შვილების სწავლას. თუმცა აინტერესებთ შედეგები.

    ინტერვიუმ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა  მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი. ინტერვიუ ჩატარდა მეშვიდე,  მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან, (თითო კლასიდან ორი მოსწავლე, მერვე კლასიდან ერთი). ბავშვების შერჩევა მოხდა ამ კლასების დამრიგებლებთან ინტერვიუს საფუძველზე.
     კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე – საბაზო კლასების დამრიგებლებთან და ამ კლასებში შემსვლელ პედაგოგებთან ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე წინასწარ მომზადებული კითხვარი  შევავსე. ამით შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
  Ø  მასწავლებლები ინტერესდებოდნენ თუ არა მოსწავლეების მოთხოვნილებებით და ბუნებრივი მოტივებით;
  Ø  მასწავლებლები წახალისების რამდენად ეფექტურ ფორმას იყენებდნენ;
Ø  მასწავლებელი რამდენად ითვალისწინებდნენ საკლასო ოთახის კეთილმოწყობას მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით;
Ø  მასწავლებელი რამდენად უწყობდა მოსწავლის ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდას;


      პედაგოგებთან კითხვარის შევსება პირისპირ ინტერვიუს მიზანი იყო დამედგინა, მასწავლებლისთვის  რა მნიშვნელობა ჰქონდა მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, ამ მხრივ რა პრობლემებს აწყდებოდნენ და როგორ ცდილობდნენ ამ პრობლემის დაძლევას.
    გამოკითხვაში რამდენიმე  პედაგოგი მონაწილეობდა.
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა,  ინტერსდება თუ არა მასწავლებელი მოსწავლის მოტივაციით : დიახ-35%, მეტნაკლებად-65%;
იყენებთ თუ არ სხვადასხვა სტრატეგიებსა და მეთოდებს სწავლის პროცესში: დიახ-38%, ნაწილობრივ-62%;
ითვალისწინებთ თუ არა ასაკობრივ და პიროვნულ  თავისებურებებს: ვცდილობ გავითვალისწინო-43%, ნაწილობრივ-57%;
რამდენად დიდია თქვენი მოლოდინები მოსწავლის სწავლისადმი: 75%, საშუალო მოლოდინი მაქვს-25%;
მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება: დიახ-23%, არა -12%, ნაწილობრივ-65%;
კოლეგების გამოცდილების გაზიარება:  დიახ-15%, არა-10%, მეტნაკლებად-75%;
ლიტერატურის გაცნობა: დიახ-8%, არა -20%, მეტნაკლაბად-72%;




მასწავლებელთა კითხვარის შედეგები

 იხილეთ ცხრილები





























ტექსტური სარკმელი:




მოლოდინების მოსწავლის სწავლისადმი















      გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეების თითო მშობელმა . გამოკითხვაში მონაწილეობდა ყველა მდედრობითი სქესი



                                  სქესი


                            
მდედრობითი  – 100%
მამრობითი – 0%

აქედან მეშვიდე კლასის მშობელი იყო 75%, მერვე კლასის – 100%, მეცხრე კლასის – 30%.

მეშვიდე       კლასი       –   75%
მერვე   კლასი      –   100%
მეცხრე      კლასი      _   30%

          მშობლებს კითხვარები შევავსებინეთ სახლში. შეგროვებული კითხვარების რაოდენობა მშობელთა  მთლიანი რაოდენობის 98%–ია. მიმაჩნია, რომ კითხვარმა ზოგადი წარმოდგენა შექმნა მშობლების  შვილების სწავლისადმი დამოკიდებულებით და  მათი მოტივაციასთან დაკავშირებით.
           შედეგებიდან გამომდინარე,ინტერესდებიან თუ არა მშობლები მათი შვილების სწავლისადმი დამოკიდებულებით: ხშირად-35%,  მეტნაკლებად-65%;    შვილის სწავლით კმაყოფილნი არიან: დიახ-33%,  არა- 67%;
გაქვთ თუ არა ინფორმაციები მოტივაციის შესახებ: დიახ-12% , არა-50%,  ნაწილობრივად-38%;
მნიშვნელოვანია თუ არა განმსაზღვრელი შეფასება: დიახ-65%,   არა-35%;  სკოლასთან თქვენი ურთიერთობა:  სემესტრში ერთხელ-29%, თვეში ერთხელ-5%, წელიწადში ერთხელ-66%;
იღებთ თუ არა საჭირო ინფორმაციებს თქვენი შვილის შესახებ: დიახ-35%, არა-30%, ნაწილობრივ- 35%;
გეხმარებათ თუ არა მასწავლებლის კომენტარები: დიახ-45   %, არა-55%;



მშობელთა კითხვარის შედეგები:
იხილეთ ცხრილები




















იღებთ თუ არა საჭირო ინფორმაციებს სკოლაში












        კითხვარები დავურიგე  მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასის მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახებში.
        მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ  
   სწავლის  პროცესი მოსწონს- 34% , მეტნაკლებად მოსწონს -66%;  
   მათი სწავლის მიზეზი არის:  მაღალი შეფასების გამო -72% , მასწავლებლებისა და მშობლის პატივისცემის გამო-19%,  სწავლისადმი სურვილი- 9%;
   მოსწავლები მოლოდინები სწავლის პროცესში: არანაირი მოლოდი არ მაქვს -43%, ველოდები მასწავლებლისგან შექებას და შეფასებას-40%,  სწავლისადმი დიდი მოლოდინი მაქვს-17%;
   სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების მიზეზი: არა მიფიქრია ამაზე-52%, არაჯანსაღი და არაეფექტური ურთიერთობები-32%, სასწავლო პროცესისადმი უინტერესობა-16%;  
     მოქმედებს თუ არა მასწავლების შეფასება მოტივაციაზე: დიახ-78%, არა-10%, ნაწილობრივ-12%;
მნიშნველოვანი არია თუ არა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება: დიახ- 89%,  ნაწილობრივ-11%;


მოსწავლეთა კითხვარის შედეგები:
  იხილეთ ცხრილები






























სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების მიზეზი








მნიშვნელოვანია თუ არა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება?



         ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე – ეფექტური სტრატეგიებისა  და პიროვნული ურთიერთობების  დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესებს: VII და IXკლასებში 2–2 გაკვეთილს, ვინაიდან ჩვენს  სკოლაშიVII-IX კლას-კომპლექტია, ერთად მოვახდინე დაკვირვება  მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისადმი სასწავლო პროცესის ეფექტიანობის დასადგენად.
         მეორადი მონაცემების ანალიზი –  გაკვეთილებზე დაკვირვებებმა და მასწავლებლების  გამოკითხვებმა მომცა საშუალება დამედგინა მოსწავლეთა ინტერსის სფერო  და განმესაზღვრა კონკრეტულად რა განაპირობებდა მათი სწავლისადმი ასეთი დამოკიდებულება.
         საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უხალისოდ, უინტერესოდ სწავლებენ. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ  შეფასება  და თავის მოწონება მასწავლებლებთან. ასევე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ყოველთვის არ ცდილობენ დაიტერესდნენ მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებით, ან თუ ინტერესდებოდნენ მხოლოდ არასრულყოფილად  და მას არ ჰქონდა  სისტემატიური ხასიათი, რაც იმის საფუძველი ხდება, რომ მოსწავლე არ ან ვერ ავლენს დაიტერესებას ამა თუ იმ საგნისადმი. არასრულფასოვნებისა და თვითმიკუთვნილობისა განცდის არ არსებობამ  მოსწავლეს გაუქრო სწავლისადმი მოტივაცია. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორების გამო ვღებულობთ გულგრილ დამოკიდებულებას სწავლისადმი.
        გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები არ აცნობიერებენ თუ რა დატვირთვა აქვს მოსწავლისთვის როგორც შინაგან, ასევე გარეგან მოტივაციას.



          თავი V.  კვლევის მიგნებები

        მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება;

  Ø  გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა საბაზო საფეხურის პედაგოგებს შორის;
  Ø  არასწორად დაგეგმილი გაკვეთილი, რომელიც არ უღვიძებს მოსწავლეებს სწავლის სურვილს და მისადმი სწრაფვას;
  Ø  მშობლების არასწორი დამოკიდებულება საკუთარი შვილების სწავლისადმი;
Ø  მოსწავლეების  თვითეფექტიანობისა და თვითღირებულების ნაკლებობა;
Ø  შეუსაბამო და მაღალი მოთხოვნები მასწავლებლების მხრიდან;
Ø  ასაკობრივი თავისებურებების არ გათვალისწინება; როგორც მოსწავლეების ინტერვიუებიდან გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებიც თავს მასწავლებლის მეგობრად  გრძნობენ, აქვთ მიკუთვნებულობის განცდა, მასწავლებელი, რომელიც ითვალისწინებს მათ თავისებურებებს, მათი მოტივაციაც სწავლისადმი შესაბამისია.
Ø  არაეფექტური განმავითარებელი კომენტარები და განმსაზღვრელი ქულები;




5.1.  შესაძლო ინტერვენციები

       კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:

  v  საბაზო საფეხურის კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა, სადაც დეტალურად იქნება საუბარი მოტივაციის შესახებ. ასეთი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ რა სახის აქტივობები და მეთოდები გამოიყენონ  საგაკვეთილო  პროცესში, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და შესაბამისი მოთხოვნები წაუყენონ მათ.
  v  საბაზო კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონ, შეჯერდნენ როგორ, რა სახით შეძლებენ მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას, რათა ყველა მოსწავლე აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და ყველა იმ პირობების გათვალისწინებითმივიღოთ სასურველი შედეგი.
v  საბაზო კლასის მასწავლებლების მიერ გაცემული შეფასების ფორმებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები, მოსწავლის მოტივაციაზე  დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლის შეფასება. მასწავლებლის სწორი დამოკიდებულება  მოსწავლეებს უადვილებს სწავლის პროცესს და მათში გაზრდის მოტივაციას.
v  მასწავლებელთა გადამზადება შესაბამისი  სახის ტრენინგებზე.

v  მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.



5. 2   განხორციელებული ცვლილებები
        შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:

  1.  საბაზო კლასების მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა –
პედაგოგები გაეცვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოიძიონ შესაბამისი სხვადასხვა სახის მასალა,  როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ისე – ინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება, მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს შეუქმნან ისეთი სასწავლო ატმოსფერო, რომელიც გაზრდის სწავლისადმი მათ მოტივაციას.
      2. საბაზო კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – პედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება, შეჯერება , რათა სასწავლო პროცესში დაცული იყოს ბალანსი შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ასამაღლებელი სტრატეგიების გამოყენება.
    3. საბაზო კლასის პედაგოგები  სისტემატიურად და გეგმაზომიერად იმუშავებენ მოტივაციის ამაღლებაზე. ამისათვის მიზნობრივად და თანმიმდევრულად უნდა დაგეგმონ სასწავლო პროგრამა. მოსწავლეებისთვის დროულად გაცენ მოტივაციასთან დაკავშირებით საჭირო რეკომენდაციებს.
   
    5. მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება – საბაზო საფეხურის ყველა კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები, სადაც პედაგოგებმა დეტალურად ესაუბრენ მშობლებს მოსწავლეების დამოკიდებულებაზე სწავლისადმი და მათ მოტივაციაზე,მისცეს მათ რეკომენდაციები, თუ როგორ ჩაერთონ შვილების სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.



თავიVI


რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები

       რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

1.      საჭიროა ურთიერთთანამშრომლობა და აზრთა გაცვლა პედაგოგებს შორის:
Ø  თანამშრომლობა საბაზო საფეხურის კლასის მასწავლებლებს შორის;
Ø  ეფექტური  ურთიერთობა მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, შეხვედრების გრაფიკის შემუშავება;
Ø  კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა;
Ø  ასაკობრივი  და პიროვნული თავისებურებების გათვალისწინება;
Ø  მოსწავლეებში თვითმიკუთვნილების განცდის გაზრდა;
Ø  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება;
      2.  მასწავლებელმა  მოსწავლის შეფასებისას მიაქციოს ყურადღება სამართლიანობას და ობიექტურობას, მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს, რათა მიაღწიოს შედეგს.  ამისთვის აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
     


6.2. ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზნის მთავარი არსი მდგომარეობდა, გამეგო:

Ø  რამდენად ეფექტურია კვლევის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გამოყენება მოსწავლისათვის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
Ø  დაეხმარება თუ არა მოსწავლეს მოტივაციის ამაღლებაში კარგი პიროვნული ურთიერთობები, ეფექტური შეფასება, პატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო .
Ø  მასწავლებელთა გადამზადება და მათთვის ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ არა საბაზო კლასის პედაგოგებს მოსწავლეების როგორც შინაგანი ასევე გარეგანი მოტივაციის გაზრდაში?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩავატარე ინტერვიუები იმ მასწავლებლებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
რაც შეეხება პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარებას, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება, გაკვეთილებზე დასწრება და ამ გაკვეთილების ანალიზი მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში. მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზე (თითოეული მასწავლებლის 1-1  გაკვეთილი). აღმოჩნდა, რომ იმ რეკომენდაციების და კვლევის მონაცემების გათვალისწინებით მოსწავლეები უფრო დაინტერესებული და მაღალ მოტივირებული აღმოჩნდნენ საგაკვეთილო პროცესში.
     მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე ფოკუსჯგუფი მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა აიმაღლონ მათმა შვილებმა სწავლისადმი დამოკიდებულება.
     ჩავატარე ინტერვენცია პედაგოგებს შორის. ისინი აცხადებენ, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებში გაიზარდა სწავლისადმი ინტერესი, ამავე დროს ბოლო პერიოდში იკლო მშობელთა უკმაყოფილებამაც, იგივეს ადასტურებენ კვლევაში ჩართული მასწავლებლები.
  






დასკვნა
ჩემ მიერ სკოლაში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ  საბაზო საფეხურზე მოსწავლეების მოტივაციასთან დაკავშირებით  გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
Ø  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არაეფექტური დამოკიდებულება
Ø  ასაკობრივი და პიროვნული თავისებურებებისა გაუთვალისწინება ;
Ø  მასწავლებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნილებები;
Ø  ჯანსაღი ურთიერთობების ნაკლოვანება;
Ø  არაეფექტური შეფასება

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული  ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.

ბიბლიოგრაფია
v       მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი:
             ა) როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე;
      ბ)  სწავლებისა და განვითარების თანამედროვე მეთოდები;
v  სწავლება და შეფასება;
მოტივაცია და მოტივაციის ასამაღლებელი საშუალებები;
v  Maswavlebeli.ge;


დანართები
დანართი 1.- კითხვარი მოსწავლის მშობლებისათვის
მოგესალმებით
გოდოგნის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნინო ამბროლაძე დაინტერესებულია  თქვენი შვილის  სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე. თქვენი როგორც მშობლის როლიც მნიშვნელოვანია ამ საკითხში. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.რამდენად ხშირად ინტერესდებით თქვენი შვილის სწავლისადმი დამოკიდებულებით?
ა) ხშირად
ბ) მეტ ნაკლებად
2. კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი შვილის  სწავლით
  ა) დიახ
  ბ) არა
3.გაქვთ თუ არა ინფორმაციები მოტივაციის შესახებ
  ა)  დიახ
  ბ) არა
  გ) ნაწილობრივ
4. მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის განმსაზღვრელი ნიშნები
   ა) დიახ
   ბ) არა
5.სკოლასთან თქვენი ურთიერთობა განისაზღვრება
  ა) სემესტრში ერთხელ
  ბ) თვეში ერთხელ
  გ) წელიწადში ერთხელ
6.იღებთ თუ არა საჭირო ინფორმაციას მასწავლებლებისგან თქვენი შვილის შესახებ
  ა) დიახ
  ბ) ნაწილობრივ
7.გეხმარებათ თუ არა მასწავლებლის კომენტარი განსაზღვროთ თქვენი შვილის სწავლისადმი დამოკიდებულება
  ა) დიახ
  ბ) არა
8. როგორ ფიქრობთ , რა არის მიზეზი თქვენი შვილის სწავლისადმი ასეთი დამოკიდებულება


                                                                               გმადლობთ!

დანართი 2.

              კითხვარი მასწავლებელთათვის
1.      ინტერესდებით თუ რა მოსწავლის მოტივაციით
ა) დიახ
ბ) მეტ ნაკლებად
2.იყენებთ თუ რა  სწავლის პროცესში სხვადასხვა სახის  სტრატეგიებსა და მეთოდებს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას
ა) დიახ
ბ) ნაწილობრივ

3.ითვალისწინებთ თუ არა მოსწავლის ასაკობრივ და პიროვნულ თავისებურებებს
ა) ვცდილობ გავითვალისწინო
ბ) მეტნაკლებად

4. რამდენად დიდია თქვენი მოლოდინები მოსწავლის სწავლისადმი
ა) ძალიან  დიდია
ბ) საშუალო მოლოდინი მაქვს
5.ზრუნავთ თუ არა საკლასო ოთახის კეთილმოწყობაზე მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით
         ა) არა
         ბ)  ნაწილობრივ
        გ) დიახ
6. უზიარებთ თუ არ თქვენს კოლეგებს გამოცდილებას არსებულ საკითხთან მიმართებაში
        ა) დიახ
       ბ) არა
        გ) მეტნაკლებად
7. ეცნობით თუ არა ლიტერატურას მოტივაციასთან დაკავშირებით
   ა) არა 
  ბ) დიახ
  გ) მეტნაკლებად
                                                                                   გმადლობთ!

დანართი 3
კითხვარი მოსწავლეთათვის

1.მოგწონთ თუ არა სწავლის პროცესი?
ა) დიახ
ბ) მეტნაკლებად

2. რა არის თქვენი სწავლის მიზეზი
ა) მასწავლებლებისა და მშობლის პატივისცემა
ბ) მაღალი შეფასება
გ) სწავლისადმი სურვილი

3. რა მოლოდინები გაქვთ სწავლის პროცესში?
ა)ველოდები მასწავლებლისგან შექებას და შეფასებას
ბ) სწავლისადმი დიდი მოლოდინი მაქვს
გ) არანაირი  მოლოდინი მაქვს

4. რა არის თქვენი სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების მიზეზი
ა) არ მიფიქრია ამაზე
ბ) არაჯანსაღი და არაეფექტური ურთიერთობები
გ) სასწავლო პროცესისადმი უინტერესობა

5. მოქმედებს თუ არა თქვენს მოტივაციაზე მასწავლებლის შეფასება
ა) დიახ
ბ) არა
გ) ნაწილობრივ

6. არის თუ არა მნიშვნელოვანი საგაკვეთილო პროცესში თქვენი ინტერესების გათვალისწინება
ა) დიახ
ბ) არსებითი მნიშვნელობა არა აქვს
გ) ამაზე არ დავფიქრებულვარ
7.როგორ ფიქრობთ,  შეიცვლება თუ არა თქვენი სწავლისადმი მოტივაცია
ა) არა მგონია
ბ)  დიახ
გ) ნაწილობრივ





რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ


     2017-18 სასწავლო წელს დაგეგმილი მქონდა გოდოგნის საჯარო სკოლაში დამეწერა კონკრეტულ თემაზე კვლევა, მოვიძიე შესაბამისი ლიტერატურა ინტერნეტის მეშვეობით, დავიხმარე ტრენინგის მასალებიც და შევუდექი მუშაობას.
   მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დავიწყე და მაისში დავამთავრე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.  საკვლევ საკითხად ავირჩიე ,,საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრის გზები." კვლევა ჩატარდა საბაზო საფეხურზე, თავდაპირველად განზრახული მქონდა საკვლევ კლასად ამერჩია ჩემი სადამრიგებლო -მეშვიდე კლასი, ვინაიდან იგივე პრობლემები დავინახე მერვე და მეცხრე კლასში, ისინიც ჩავრთე ჩემს კვლევაში. მიზანი რამაც ეს თემა დამაინტერესა იყო, ის დამოკიდებულება სწავლისადმი, რაც ბავშვებს გააჩნდათ, ეს იყო სწავლისადმი უმოტივაციობა. ჩვენი სკოლა გამოირჩევა მოსწავლეთა მცირე კონტიგენტით, ამიტომაც ბაშვებს სურთ თუ არა საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, მათ მაინც უწევთ სწავლა-სწავლების პროცესში მონაწილეობა, მოვალეობის მიზნით უფრო სწავლობენ,  ვიდრე ინტერესის გამო. მასწავლებელთა გასაუბრებამ უჩვენა იგივე სიტუაცია. კლასში სადაც 5 ან 6 ბავშვია, თავს ვერ დაიძვრეს სწავლის პროცესისგან, ეს კარგად იციან და შესაბამისადაც ცდილობენ და კიდევაც იმსახურებენ მაღალ შეფასებას, თუმცა შეინიშნება გულგრილი დამოკიდებულება.  კვლევის დაწყებამდე გავიარე ტრენინგი, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ტრენინგის მასალა ძალიან დამეხმარე მუშაობისას;  შევეცადე დავადგინე პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და დავსახე კვლევის მთავარი მიზანი: საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, ჩამოვაყალიბე ძირითადი დასკვნები, დავსახე გზები,  რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მიზნის განხორციელება. პრობლემის შესწავლა და მისი გამომწვევი მიზეზების  დასადგენად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივი კვლევის მეთოდებიდან შევარჩიე დაკვირვება, ხოლო რაოდენობრივი კვლევის მეთოდებიდან–გამოკითხვა, კვლევის მეთოდების შერჩევის შემდეგ მოვამზადე დროში გაწერილი შესაბამისი კითხვარები და ინსტრუქციები. შევადგინე შერჩეულ მოსწავლეთათვის, მასწავლებელთათვის და მშობელთათვის კითხვარები. მოვახდინე წინასწარ შერჩეული მასწავლებლების მიერ დაგეგმილ გაკვეთილებზე დაკვირვება  და მისი ანალიზი. მოსწავლეების გამოკითხვამ მიჩვენა რა იყო მათი მთავარი ინტერესი და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი მოტივაციის ამაღლებისათვის.
   მომდევნო ეტაპზე მოვახდინე შეგროვილი ინფორმაცი დამუშავება, დახარისხება და გაანალიზება, რის შედეგადაც გამოიკვეთა პრიორიტეტები, ჩამოყალიბდა ძირითადი დასკვნები დაიგეგმა ინტერვენცია და დაიწყო მისი განხორციელება.
   საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა ტიპის სახალისო აქტივობების შეთავაზება.  მასწავლებლების  მიერ საგაკვეთილო პროცესის ისე  დაგეგმვა,სადაც მაქსიმალურად იქნება მოსწავლეების ინტერესებისა და ასაკობრივი თუ პიროვნული თავისებურებების გათვალისწინება,  კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა, სხვადასხვა სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება, ინტერაქტიული აქტიობების მომზადება, შეჯიბრების ელემენტების შემცველი აქტივობები, სასკოლო  თუ საკლასო ღონისძიებები, ამ ყველაფერმა გამოიწვია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა  მოტივაციის ზრდა;       პროცესი ,,დაიძრა" დაიწყო მოსწავლეთა გააქტიურება, დაინტერესება ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა კვლევის შედეგმა აჩვენა ისიც, რომ ჯერ ბევრი მუშაობაა საჭირო მოსწავლეთა მაღალი მოტივაციისათვის.
     მთავარი დასკვნა, რაც ამ კვლევის შედეგად მივიღე არის ის, რომ  დიდი ძალისხმევით დავნერგოთ სასწავლო პროცესი,მაქსიმალურად შევისწავლოთ თითოული მოსწავლის საჭიროებები, მოთხოვნილებები, გავუწიოთ მათ სათანადო დახმარება, აუცილებლად მოვახერხოთ, რომ მოსწავლე გავხადოთ აქტიური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება და სწავლა-სწავლების პროცესი მათთვის სასიამოვნო და საინტერესო გახდეს.
   კვლევის დასრულების შემდეგ მოვახდინე ჩემი ნაშრომის პრეზენტაცია შეფასების ჯგუფის  სხდომაზე, კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის.