სამოდელო გაკვეთილების გეგმები


სამოდელო გაკვეთილის გეგმა ისტორიაში
მასწავლებელი: ნინო ამბროლაძე

კლასი

მეათე
საგანი

ისტორია
გამჭოლი კომპეტენცია

წიგნიერება
მოსწავლეთა პროფილი
 5

საგაკვეთილო დრო

45წთ.

თემა


დიდგორის ბრძოლის შესახებ სხვადასხვა ისტორიული ნაშრომების გაცნობა და ესეს შექმნა

მიზანი


მოსწავლეები შეძლებენ  ისტორიული წყაროების შედარებას, დახარისხებას და მათ კრიტიკულ გაანალიზებას, ასევე შეაფასებენ წყაროების მნიშვნელობას.
ეროვნული საგნობრივი
სტანდარტი


ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს და შეაფასს ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ადარებს ორ წყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას, ან გვაძლევს ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას

ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ტიპოლოგიურად აჯგუფებს საისტორიო წყაროებს;

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   აანალიზს პირველად და მეორად წყაროები.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს პირველად და მეორად წყაროებზე;
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ისტორიული წყაროს ავტორის შესახებ და კრიტიკულად აფასებს, თუ რამდენად სანდოა იგ


წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ, ასევე იცნობენ  ქართველ და სხვა ქვეყნის ისტორიკოსებს, რომლებიც ასახავენ ამ პერიოდს.
სასწავლო რესურსები
 „ქართლის ცხოვრება“, „საქართველოს ისტორია „ ტომი II , ფურცლები, მარკერები, დაფა, ცარცი, პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტით მოძიებული მასალები.


მოსწავლეთა ორგანიზება
 საერთო საკლასო, ჯგუფური



გაკვეთილის თანმიმდევრობა:

აქტივობა  1.     3წთ.
მისალმება, საორგანიზაციო საკითხის მოგვარება, სამოტივაციო  ცხრილის შევსება, თემისა და მიზნის გაცნობა

აქტივობა 2.       7წთ
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად:  კითხვა-პასუხები
1.       რა ვიცით დიდგორის ბრძოლის შესახებ?
2.       რა მნიშვნელობა ჰქონდა დიდგორის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას?
3.       რომელი ისტორიული ნაშრომები გვაწვდიან ცნობებს  დიდგორის ბრძოლის შესახებ?
4.       რამდენად სანდოა ეს წყაროები
5.       განმარტეთ რას ნიშნავს პირველადი და მეორადი წყაროები


აქტივობა 3.       20წთ
წყაროებზე მუშაობა
მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, თითოეული ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა წყაროებზე,
( წყაროდ გამოყენებული იქნა „ქართლის ცხოვრებიდან“ და უცხოური ისტორიკოსების ნაშრომიდან ამონარიდები)
მათ ევალებათ:
ა)წყაროების დაყოფა შინაარსობრივად დასრულებულ მონაკვეთებად, თითოეული მონაკვეთი დასათაურება  და  წყაროს გეგმის შედგენა.
ბ)წყაროებიდან ძირითადი იდეის გამოყოფა.
გ)წყაროს შინაარსის გასააზრებლად  ორ-ორი ანალიტიკური შეკითხვის დასმა.
მოსწავლეები ფორმატებს ავსებენ და დავალების შესრულების შემდეგ ახდენენ პრეზენტაციას.
ამის შემდეგ მოსწავლეები შეადარებენ წყაროებში მოცემულ ძირითად იდეებს
ბოლოს  მოკლედ ჩამოაყალიბებენ ამ კონკრეტული წყაროების მნიშვნელობას დიდგორის ბრძოლის შესწავლისათვის.
აქტივობა 4.   12წთ.
 წყაროების შედარება
მოსწავლეები მუშაობენ ერთად ჯგუფურად და ადარებენ სხვადასხვა  ისტორიულ ნაშრომებს და ავსებენ ცხრილს. ახდენენ მათი ნაშრომის პრეზენტაციაც.

შეფასება:  3 წთ
  მოსწავლეთა მიერ შეფასების კითხვარის შევსება, განმავითარებელი და განმსაზღვრელი,  წინასწარი შედგენილი რუბრიკით.

საშინაო დავალება:
 ესეს დაწერა „ დიდგორის ბრძოლის შეფასება“




დანართი1.



ისტორიკოსები

მონაწილე

ჯარის რაოდენობის შესახებ

მაჰმადიანი ლაშქრის შემადგენლობის შესახებ


სამხედრო ტაქტიკის შესახებ
ქართველი უცნობი ავტორი






ალ-ფარიკი







იბნ-ალ-ასირი







მათეოს ურჰაეცი






გოტიე
















დანართი 2.


მოსწავლეების მიერ შესავსები კითხვარი

კითხვა

კი
არა
მიჭირს შეფასება
გაკვეთილი იყო კარგად ორგანიზებული




გამოყენებული მასალა იყო საინტერესო




მასწავლებელი  იყო მოსწავლეზე ორიენტირებული




მასწავლებლის შეფასება იყო სამართლიანი




გაკვეთილს ვაძლევ მაღალ შეფასებას





რის გამოსწორებას ისურვებდი მომდევნო გაკვეთილზე( მოკლე კომენტარი)















დანართი 3.
პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა

მოსწავლის
სახელი და გვარი
მოსწავლის სახელი და გვარი
მოსწავლის სახელი და გვარი
საინტერსო შესავალი





შემოქმედებითი უნარი





თემის გასაგებად წარმოდგენა





აუდიტორიასთან კონტაქტი





ინფორმაციის ფლობის უნარი





დროის ლიმიტის დაცვა





თვალსაჩინოების გამოყენება





საუბარი( გამართული, ტემბრი)





ნაშრომის წარმოჩენის უნარი





ანალიზის უნარი





ჯამი









No comments:

Post a Comment