Thursday, June 30, 2011

პროექტი

პროექტის სახელწოდება: ქართული სამოსი
პროექტის მთავარი იდეა: ქართული ეროვნული სამოსი გამოირჩევა თვითმყოფადობით და მრავალფეროვნებით, გასაკუთრებით ქსოვილებითა და მოკაზმულობით. მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ეროვნულ სამოსს, მის აქსესუარებს, წარმოშობის ისტორიას. შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის ჩაცმულობას. გაეცნობიან ქართული ტრადიუციული და დღეს მსოფლიოში აღიარებული თექის წარმოებას.
აქტუალობა: დრო იცვლება და თაობები თავისი დამახასიათებელი სტილით მოდიან, აუცილებელია ტრადიციული სამოსისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და მისი პირვანდელი სახით  შენარჩუნება.
მიზნები: მოსწავლეებში ეროვნული სამოსისადმი პატივისცემის გაღვივება. ქართული სამოსის პოპულარიზაცია 
მონაწილეთა ასაკი: 14–15წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, მოსწავლეები ძველი და თანამედროვე სამოსის ნიმუშებიდან, რაიმე ახალ პრაქტიკულ სამოსს შექმიან, მოეწყობა გამოფენა.
რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ქსოვილები, ხმისჩამწერი
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია–კულტურის განვითარების ხელშეწყობა, გეოგრაფია–ადგილმდებარეობის განსაზღვრა,  ხელოვნება–ესთეტიკური კულტურის განვითარება.
პროექტის მსვლელობ:
·         მოსწავლეები მოძიებენ ინფორმაციის სახელმძღვანელოსა და კომპიუტერის დახმარებით. ნახავენ მხატრულ და დოკუმენტურ ფილმების, მოაგროვებენ სურათებსა და ნახატებს, სადაც ნაჩვენებია ქართული ეროვნული ტანსაცმელი.
·         მოსწავლეები ხვდებიან ეთნოგრაფს და მისგან იღებენ ინტერვიუს.
·         მოინახულებენ საქართველოს ოთხ კუთხში (აჭარა, სვანეთი, ქართლი, იმერეთი) ეთნოგრაფიული მუზეუმებს და შეაგროვებენ მასალებს.
·         მოსწავლეები დაუკავშირდებიან დიზაინერს და მისგან მიიღებენ რჩევებს სამოსის შექმნასთან დაკავშირებით.
·         მოსწავლეები აწყობენ ფოტოალბომის პრეზენტაციას და შექმნილი მოდელების გამოფენას.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ამბროლაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nineliambroladze@gmail.com

No comments:

Post a Comment